აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ანგარიშის თანახმად, უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სამი მკვლევარი, Covid-19 ის მსგავსი სიმპტომებით, პანდემიის დაწყებამდე – 2019 წლის ნოემბერში საავადმყოფოში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ WSJ-ი ავრცელებს.
ჩინეთში კორონავირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიას უარყოფენ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ანგარიშით „აშშ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიის წინ წამოწევას ცდილობს“.
„ეს ვირუსის წყაროს ძიების მცდელობაა თუ ყურადღების გადატანის?!“,- აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მან ასევე მოიშველია WHO-ს დასკვნა, რომელიც ჯანმოს ექსპერტებმა თებერვალში უჰანში სტუმრობის შემდეგ გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია რომ „ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვა ნაკლებ სავარაუდოა“.