აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 250 000-ს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 250 029-მდე გაიზარდა. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 11.5 მილიონს მიაღწია. შეერთებული შტატები პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში როგორც კოვიდიფიცირებულების ასევე დაღუპულთა რაოდენობით. 1 სულ მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩრდილოეთ დაკოტას, ვისკონსინის, აიოვასა და ნებრასკას შტატებში.