ბათუმში ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ხალხი გამოჰყავთ

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პრაინტაიმნიუსს“ განუცხადეს.  კორპუსის ევაკუაცია განხორციელდა. „ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე, ცეცხლი უკიდია მაღალსართულიან კორპუსში საცხოვრებელ სახლს. დაშავებულებზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ შემოსულა“, – აცხადებენ უწყებაში. ადგილზე სახანძრო-სამეშველო 8 ეკიპაჟია მობილიზებული. მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.   ავტორი: ნაირა ქობულაძე