„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ლევან თარხნიშვილი ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც იგი ამბობს, პარტიის დატოვების მიუხედავად ხოშტარია მისთვის ყოველთვის მეგობრად დარჩება.
მისივე თქმით, პარტიაში რაიმე დაპირისპირება არ ყოფილა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ელენე ხოშტარია აპირებს განცხადების გაკეთებას, შესაბამისად, მოდით მას დავუტოვოთ უფლება რომ თვითონ ისაუბროს რას აპირებს და როგორ.
უაღრესად დადებითი პიროვნებაა, ჩემი ერთ-ერთი ახლო ადამიანი და მეგობარია, ასეთად დარჩება, მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა,” – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველოს“ დატოვებას და საკუთარი პარტიის შექმნას აპირებს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას ხოშტარია დღეს გააკეთებს.