ჩინეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 10 ასიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 85 646 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 634 ადამიანი.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე