დონალდ ტრამპს „ტვიტერის” ანგარიში სამუდამოდ გაუუქმეს
„ტვიტერმა“ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერი” ავრცელებს. პრეზიდენტის ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილება „ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის“ გამო მიიღეს. ”@RealDonaldTrump ანგარიშზე ბოლო დროს განთავსებული ტვიტებისა და მათ გარშემო არსებული კონტექსტის ზედმიწევნით განხილვის შემდეგ, ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო ანგარიში სამუდამოდ დავხურეთ,” – ნათქვამია „ტვიტერის“ განცხადებაში.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე