ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან, ამ შეხვედრების გაგრძელებას ვაპირებთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დიდი სამუშაო შესრულდა, თუმცა მუშაობა მხარეებთან კვლავ გრძელდება.
„მე მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვენელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა მიიღწეს კომპრომისი,“- განაცხადა დანიელსონმა.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დღეს ასევე სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.











