დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი, მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ Oxford/AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian- ი ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება ჰენკოკმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპის ქვეყნების ნაწილმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი ისაა რომ მსოფლიოში ვაქცინაციის შემდეგ ადამიანთა ნაწილს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები განუვითარდათ. თუმცა, ვაქცინასა და გვერდით ეფექტებს შორის კავშირი დადასტურებული არაა.
„Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა. ჩვენ ეს ვიცით, რადგან 10 მილიონზე მეტი ადამიანი ავცერით ამ ვაქცინით. გვერდით ეფექტებს მუდმივად ვადევნებთ თვალს. ბრიტანეთის მარეგულირებელმა, ჯანმომ და ევროპის წამლების სააგენტომაც განაცხადა, რომ მისი გამოყენება უსაფრთხოა“,- განაცხადა ჰენკოკმა.











