ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის განცხადებით, ბიზნესინვენსტორებმა საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში COVID-19-ზე PCR ტესტი საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაიტარონ.
ნათია თურნავას თქმით, ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლაც საკუთარი ხარჯებით მოუწევთ.
„ე.წ. PCR ტესტი, რომელიც ყველაზე ზუსტი არის, უნდა იქნეს შეძენილი თვითონ ბიზნესვიზიტორების ხარჯზე და ყოველ მესამე დღეს უნდა იყოს გაკეთებული მათ მიერ, ჩვენი მონიტორინგის ქვეშ, მათი აქ ყოფნის პირველი 14 დღის განმავლობაში.
მათ აქვთ არჩევანი, თუ დიდი ხნით არიან ჩამოსული, შეიძლება, აირჩიონ ფასიანი კარანტინი და ამით ჩვენს სასტუმროებსაც დაეხმარებიან“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა „იმედის“ ეთერში.











