ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმება ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა შედგეს.
„დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს. იმედი მაქვს, ამ კვირაში 6 პუნქტიანი გეგმის ხუთივე საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდებით“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით გაიმართა.










