კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.
გაფრენამდე კრისტიან დანიელსონმა 9 საათიან მედიაციაში მიიღო მონაწილეობა რომელიც უშედეგოდ დასრულდა. გაფრენამდე კრისტიან დანიელსონის კადრები „კურიერმა“ გადაიღო.
პოლიტიკური შერიგება ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის ვერ შედგა. როგორც ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დანიელსონმა განაცხადა, დეტალურ ანგარიშს ევროპის პრეზიდენტს, შარლ მიშელს ჩააბარებს.
ოფიციალური ინფორმაციით, დანიელსონის მთავარი მისია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მედიაციის პროცესში უშუალო შუამავლობა და პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობაა.











