Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „ვაქცინების უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი“ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებული მონაცემები Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინასა და სისხლის შედედების შემთხვევებს შორის კავშირზე არ მიანიშნებს.
აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 79%-ით, ხოლო მძიმე ან კრიტიკული დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია.
ეს შედეგები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია“,- განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.











