რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსული ვაქცინებიდან ერთ-ერთით აიცრება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტი ვაქცინას დღის ბოლომდე გაიკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ TASS-ი ავრცელებს.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი სად გაიკეთებს ვაქცინას ვლადიმერ პუტინი: სამედიცინო დაწესებულებაში თუ სამუშაო ადგილას.
„დაზუსტებით ვერ გეტყვით“,- განაცხადა პესკოვმა.
კრემლში არ აცხადებენ თუ რომელი ვაქცინით აიცრება რუსეთის პრეზიდენტი.
„პუტინი რუსლი ვაქცინებიდან ერთ-ერთით აიცრება. ყველა მათგანი ეფექტური და უსაფრთხოა“,- განაცხადა პესკოვმა.











