დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემით, ვაქცინაციაზე 65 წელს ზევით 371 ადამიანი დარეგისტრირდა.
„პორტალი ცოტა ხნის წინ შევამოწმე, 406 ახალი ადამიანი იყო დარეგისტრიებული. აქედან 371 65 წლის ზემოთაა. მინდა მივმართო მოსახლეობას, განსაკუთრებით ხანდაზმულებს, რომ მარტო პორტალით არ შემოფარგლონ. მინდა ვთხოვო, მათ ოჯახის ახალგაზრდა წევრებს, მიეხმარონ დარეგისტრირებაში,“ – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში მედიკოსების ვაქცინაქცია 15 მარტს დაიწყო.











