1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3846 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3846 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9840 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9733 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0107ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.









