„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძვნებელმა, რუსუდან კერვალიშვმა საპატიმრო დატოვა. ადვოკატი განმარტავს, რატომ არ გათავისუფლდა მასთან ერთად მაია რჩეულიშვილი.
როგორც ადვოკატი ამბობს, საპროცესო შეთამნხმებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„წინ არაფერი არ უდგას შეთანხმებასაც მაია რჩეულიშვილთან დაკავშირებით, საიმისოდ, რომ დაზარალებულთა ინტერესები იქნეს დაკმაყოფილებული.
დღესდღეობით ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები სახელმწიფო უწყებებთან, რადგან მთ გარეშე ასეთი პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
საპროცესო შეთანხმება უნა გაფორმდეს მხარეებს შორის. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილია სრული მზაობა და ეს არის უკვე ხელმოწერილი დოკუმენტები, რომელი ადასტურებს რომ „ცენტრპოინტ“ ჯგუფმა გადადგა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გაეკეთებინა“,- განაცხადა ადვოკატმა.
ჩემი გული დავტოვე საპატიმროში – რუსუდან კერვალიშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ











