“პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მხოლოდ იმიტომ დანიშვნა არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ნაწილს არჩევნების შედეგები არ მოსწონს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
დავით სერგეენკოს აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შევა.
“ჩემი მოლოდინები ოპტიმისტურია – მოლაპარაკებები შედეგად გამოიღებს იმას, რომ ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოვა და პოლიტიკურ საქმიანობას აქ გააგრძელებს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება, სადაც საბოლოო დოკუმენტს ელოდებიან, რომელსაც კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს.











