გვინდა, მაისის ბოლოს წარვადგინოთ ჩვენი ხედვა და კონკრეტული გეგმა ათწლიანი განვითარების თითოეული სექტორის მიხედვით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„თქვენს გარეშე ჩვენ ამ გეგმას ვერ განვახორციელებთ. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი შენიშვნები, კრიტიკული მოსაზრებები. ღიად გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილი, მოვისმენთ თქვენ რეკომენდაციებსა და რჩევებს.
მაგრამ მხოლოდ მთავრობა ამ პრობლემებს მარტო ვერ გადაწყვეტს, ვერ დავძლევთ იმ კრიზისა და პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში არის დაგროვილი. კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, ბიზნესს დღეს სჭირდება სტაბილური გარემო. ამაში რა თქმა უნდა ვგულისხმობ პოლიტიკურ სტაბილურობას. ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება, მაქსიმალურად ვითანამშრომლო ბიზნესთან, ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.










