ვანო მაჭავარიანი არის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი და კარგი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე Facebook-ში წერს.
„ვანო მაჭავარიანი არის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი და კარგი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ. დიდი მადლობა მას ქვეყნის სამსახურში გაწეული დაუღალავი შრომისთვის! წარმატებები მომავალ საქმიანობაში“, – წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დღეს დატოვა.










