კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო ჩრდილოეთ კორეა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი სპორტსმენების ვირუსისგან დაცვაა.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.











