შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფო გორგოძე დღევანდელ დღეს აფასებს. როგორც ის ამბობს, გამოცდის პირველმა დღემ მშვიდად ჩაიარა და აბიტურიენტებს რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ შექმნია.
მისივე განმარტებით, გამოცდიდან დღეს სხვადასხვა მიზეზის გამო სულ 5 აბიტურიენტი მოიხსნა.
„ვისაც მე ვესაუბრე, აბიტურიენტები უკმაყოფილოები არ იყვნენ. არაკომფორტული გარემო მათ ნადმვილად არ ჰქონიათ.
მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 4 აბიტურიენტისთვის გამოვიყენეთ სარეზერვო სივრცე, სადაც ისინი განთავსდნენ ცალკე. ასევე, 2 აბიტურიენტი არ დაიშვა გამოცდაზე, ექიმის გადაწყვეტილებით მათ მიეცათ რეკომენდაცია, რომ გაიკეთონ პისიარ ტესტი.
გვქონდა დაგვიანების 2 შემთხვევა, ასევე ტელეფონის გამოყენების გამო ერთი აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.
ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
ნახეთ – გამოცდების განრიგი სრულად.
გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ცენტრების მისამართებსა და მისასვლელ მარშრუტებს აქვეყნებს.











