დიდი ბრიტანეთის პრინცი, ედინბურგის ჰერცოგი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც დიდი ბრიტანეთის სამეფოს მიერ, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრინცი ფილიპი დღეს დილით გარდაიცვალა.
„მისი უდიდებულესობა დედოფალი იუწყება, მისი საყვარელი მეუღლის, მისი სამეფო უდიდებულესობის პრინცი ფილიპის გარდაცვალების შესახებ,“ – ნათქვამია სამეფო ოჯახის განცხადებაში.











