პორტუგალია შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახე Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, სკოლები და უნივერსიტეტები. რესტორნები სტუმრების შიდა სივრცეში მიღებას განაახლებენ.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე პორტუგალიაში კორონავირუსის 831,001 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 16,945 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











