საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში ფიქსირდება.
თბილისში დღეს ვირუსის 798 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა – 85, იმერეთი – 72, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 39, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 113, კახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.










