„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე განიხილება შარლ მიშელის დოკუმენტი და წინასაარჩევნო გარემო.
„ბევრი ასეთი საკოორდინაციო შეხვედრა გვაქვს დაწყებული. მიხარია, რომ სამუშაო პროცესში გადავედით. ესაა რეალური სამუშაო პროცესი, რომელიც შედეგს მოუტანს ქვეყანას. მე ყოველთვის ვარ საქმეზე და შედეგზე ორიენტირებული და ეს საქმე აუცილებლად გააქარწყლებს იმ ილუზორულ წარმოდგენებს, რომელიც ვიღაცებს უნდათ, რომ შექმნან”,- განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.










