ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
ახმეტაში ვარაუდობენ, რომ მას დაპირისპირება კრიმინალური წარსულის მქონე პირთან მოუხდა, რომელთანაც წლების მანძილზე დაპირისპირება აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











