„რუსეთი ხდება უფრო აგრესიული და ეს ხდება არა მხოლოდ სამეზობლოში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, არამედ უკვე ევროკავშირის შიგნითაც“,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
„ცხადია, რომ რუსეთი ხდება უფრო აგრესიული და ეს ხდება არა მხოლოდ სამეზობლოში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, არამედ უკვე ევროკავშირის შიგნითაც. ის, რაც მოხდა ჩეხეთში ცხადყოფს, რომ რუსეთმა 2014 წელს ჩაატარა ოპერაცია ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ერთ-ერთ ქვეყენაში. ეს არ უნდა დავტოვოთ უპასუხოდ. ევროპა უნდა იყო ერთიანი რუსეთის ასეთი ქმედებების პასუხში“,- განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, სადაც ტრანსატლანტიკური კავშირების საკითხს განიხილავენ.










