„კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ“,- ამის შესახებ კორონავირუსის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ნაბარომ განაცხადა.
„ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. მუდმივად ლოქდაუნის რეჟიმში ვერ ვიქნებით“,- აცხადებს ნაბარო.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსით 158 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 136,522,911-ს შეადგენს.











