ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უამინდობამ ადგილობრივების ცხვარ-ძროხა დახოცა. ინფორმაციას jnews. ge-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ ეშტიაში 40 ცხვარი და ორი ძროხა სიცივისგან დაიხოცა.
„ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ მოსახლეობას, დააზღვიონ როგორც ცხოველები, ისე მიწა, რომ ასეთ შემთხვევებში მათ სახელმწიფოსგან გარკვეული დახმარება მიიღონ”, – ამბობს ნინოწმინდის მერის წარმომადგენელი ეშტიას თემში ეგორ კოტოიანი.











