“ტაბულას” დამფუძნებელი სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას ეხმაურება:
“მელიას შვილს და ოჯახს ვულოცავ ნიკას მძევლობის დასრულებას.
პოლიტიკურ კლასს ამას ვერ მივულოცავ, სამწუხაროდ.
ხშირად ვარ ხოლმე აცდენილი საერთო ვნებათაღელვებს და ამ ერთხელაც – გამიგებთ.
და თუ რატომ ვერ მივულოცავ, არაერთხელ ავხსენი – მძევლებით ვაჭრობის წახალისება უკიდურესად მავნებელია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.











