fbpx
21/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“ლელომ” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები დაიწყო

16:28 May 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა
,,ლელომ” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.
„პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, როგორც თანამედროვე, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკაში სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს . აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებას და პარტიის ყველა დონის მმართველი ორგანოს და ლიდერის აირჩევას უშუალოდ პარტიის წევრების მიერ ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებზე.
“შიდაპარტიული, ანუ თანამონაწილეობითი დემოკრატია არის პოლიტიკურ მეთოდთა და პროცედურათა ერთობლიობა როდესაც, პარტიული გაერთიანების ყველა წევრს აქვს თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ორგანიზაციის მართვაში.
პოლიტიკური ლიდერები დაქვემდებარებულები არიან აქტივისტებზე და მათ გადაწყვეტილებებზე და არა პირიქით, ვითარდება შიდა კონკურენცია, რომლის საშუალებითაც პარტიის წევრებს ეძლევათ შანსი თვითონ გახდნენ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების მმართველი ორგანოების წევრები და საკუთარი იდეები განახორციელონ.
შიდაპარტიული დემოკრატია ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი იქნება წევრთა თანასწორობა,
დამკვიდრდება როტაციის პრინციპი; აუცილებლად გათვალისწინებული იქნება გენდერული კვოტირება; უზრუნველყოფილი იქნება პროცესის გამჭვირვალობა;
მოხდება პარტიის მართვის დეცენტრალიზაცია;
რაც მთავარია, მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, უკვე დამკვიდრებული ტენდენციაა შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებით პარტიის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების არჩევა.
ფუნქციონირებადი დემოკრატია თავისთავად ნიშნავს თანამონაწილეობით დემოკრატიას!
პირველ ეტაპზე კონფერენციები ჩატარდება თბილისის 10 რაიონში. შესაბამისი ადგილობრივი ორგანიზაციების წევრები აირჩევენ მმართველ გამგეობებს არანაკლებ – 5 და არაუმეტეს 7 წევრის შემადგენლობით.
გამგეობები თავისი რიგებიდან აირჩევენ თავმჯდომარეებს. ადგილობრივი ორგანიზაციების გამგეობები აირჩევიან ერთი წლის ვადით.
გამგეობის შემადგენლობაში აუცილებლად აირჩევიან ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი.
სწორედ ეს გამგეობები იქნებიან ძირითადი რგოლები, რომლებიც დაგეგმავენ და წარმართავენ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, აქტიურად ჩაერთვებიან დედაქალაქის და რაიონების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, გავლენას იქონიებენ, როგორც პარტიის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაზე, ისე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე”,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თეგები: "ლელო - საქართველოსთვის"

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„ლელო“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

October 26, 2021
1.8k
პოლიტიკა

„ლელომ“ დედოფლისწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

September 20, 2021
780
პოლიტიკა

პარტია “ლელო” ახალქალაქში ოთხმა წევრმა დატოვა

September 7, 2021
766

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია