„ევროპული საქართველო“ პარლამენტში არ შედის.
გადაწყვეტილება პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან გამოაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია.
„დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, “ევროპული საქართველო” ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მონაწილეობას არ მიიღებს. ბატონი ტარიელ ნაკაიძე ან დატოვებს “ევროპულ საქართველოს” ან დატოვებს პარლამენტს”,- განაცხადა ბობოხიძემ.











