ადვოკატი გიორგი ფანცულაია “ღამის კურიერის” ეთერში საკუთარი კოვიდინფიციფრების შესახებ საუბრობს.
გიორგი ფანცულაიას თქმით, ინფიცირებული იყო მთელი ოჯახი და ამ დაავადებას მისი მამა ემსხვერპლა. თავად იყო მძიმე მდგომარეობაში და ის ლევან რატიანმა გადაარჩინა.
„მე, მამა, დედა, მეუღლე, ბავშვი, ყველანი ერთობლივად ვიყავით კოვიდინფიცირებული, სამწუხაროდ მამამ ვერ გადაიტანა. ვერაგი დაავადებაა, ის კლინიკაში დამძიმდა. რაც შემეხება მე, ამას არა სადღეგრძელოდ, გულწრფელად ვამბობ, რომ ჩემი მდგომარეობა იყო იმდენად კრიტიკული, პირადად ლევან რატიანის დამსახურებაა, რომ აქ ვარ, ჩემი ორივე ფილტვი იყო 81%-ით დაკეტილი და მე ჩემს თავზე ვნახე, რა არის ამ ვერაგი დაავადების საშინელება, როგორც ფილმებში იხრჩობა ადამიანი, ასე რამდენჯერმე დავიხრჩვე უფაერობით, გონების დაკარგვამდე და შემდეგ მომაბრუნეს.
ყველას ვურჩევ გაიზიაროს, რომ ეს არის რეალობა და ეს რომ რეალობაა, მე ვარ მაგის მაგალითი,” – აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.











