“26 მაისის, ანუ დამოუკიდებლობის დღის პარალიზებაა გეგმაში?!” ,- ასე ეხმაურება ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.
„უკვე გაჟღერებაც კი, მივალთ, ხმას გავაგონებთ, ძირია. თანაც, 11 წლის წინ გავლილი თემაა. აბა, რა გითხრათ?! ისე, ცნობისთვის, სამებაში ეროვნული გმირი ასვენია. ეს რამდენიმე დღე, ერი სხვა დღის წესრიგით უნდა ცხოვრობდეს, წესით…“, – წერს ამირან სალუქვაძე.
შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.










