მედიაში ძალიან შეზღუდულად ვჩნდებოდი, რათა ამერიკულ საზოგადოებას დაენახა, თუ რა დიდი კატასტროფაა ბაიდენის ადმინისტრაცია და მართალიც აღმოვჩნდი,- ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ინფორმაცია ტრამპმა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განათავსა.
„ინფლაცია, სასაზღვრო კრიზისი, ჩვენი მივიწყებული სამხედროები, ომი ახლო აღმოსავლეთში- ეს ყველაფერი ბაიდენის შეცდომების შედეგია. ჩვენი ქვეყანა ნადგურდება. ნახავთ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება!“,- აცხადებს ტრამპი.
მისივე განცხადებით, ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერთა 73%-ს სურს, რომ 2024 წელს ტრამპმა არჩევნებში კვლავ იყაროს კენჭი.
„საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი, ჯონ მაკლაფინი ამბობს, რომ „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერთა 73%-ს სურს, რომ 2024 წელს ტრამპმა კვლავ იყაროს კენჭი.ხოლო „რესპუბლიკური“ პარტიის პრაიმერიზზე ტრამპს 82% დაუჭერს მხარს“,- აღნიშნულია ტრამპის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











