fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

08:19 May 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
821
ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

„26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გამომდინარე, 07:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დასაშვები იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გადაადგილება შეზღუდული იქნება უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.

აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები – N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, რუსთაველის გამზირზე (პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდებიან, რომლის შემდეგაც, სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და არსებული სქემით იხელმძღვანელებენ.

ავტობუსები – N31, N37, N46, N301 და N345, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდგომ მათთვის დადგენილი სქემით იხელმძღვანელებენ.

N2, N31, N72, N120, N133, N137 და N170 მიკროავტობუსები ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებენ და შემდეგ, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან, საიდანაც უკვე არსებული სქემით იმოძრავებენ; ავტობუსები – N50, N71 და N344, ასევე, მიკროავტობუსები – N10, N140, N149 და N176, გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებენ; ავტობუსები – N2, N20, N25, N39, N43, N59 და N80 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ დაასრულებენ; ავტობუსები – N4, N10, N90, N103, N106 და N112, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მგზავრთა მომსახურებას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ; მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას ასევე, ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებს.

რაც შეეხება N124 მარშრუტს, ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით, მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით გადაადგილდება, შემდგომ კი სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით იმოძრავებს; მიკროავტობუსი N4, ბარათაშვილის ხიდიდან ბარნოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსეს, ჯავახიშვილის, კოსტავას, ჭოველიძისა და ბელინსკის ქუჩებით ისარგებლებს. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, მელიქიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებს და კოსტავას, ჯავახიშვილის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“,-ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: დამოუკიდებლობის დღესაზოგადოებრივი ტრანსპორტი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

რუსთავში ვაქცინაციის ცენტრებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მუნიციპალური ავტობუსებით განხორციელდება

August 14, 2021
785
დედაქალაქი

თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

August 12, 2021
774
საზოგადოება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუნიციპალურის წინააღმდეგ – მძღოლები გაფიცვით იმუქრებიან

June 15, 2021
802

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია