კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაყალბებულ პარლამენტში, – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პალამენტში მისულ „ნაციონალურ მოძრაობას”
„თქვენ სიტყვას ფასი არ აქვს. თქვენი თავმჯდომარე, ფორმალური თავმჯდომარეა, ამაშიც ეჭვი ხომ არ გეპარებათ. ხომ ამბობდა, რომ ვერ დაიჭერდნენ, ხომ დააკავეს. თქვენ ხომ ამბობდით არ მივიღებთ გირაოსო, მაგრამ მიიღეთ. მიგაღებინეს იმიტომ რომ არ მოგცეს საშუალება დესტრუქციის. გაყალბებულ არჩევნებზე ხომ ლაპარაკობდით, დღეს ხომ აქ ხართ… კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაყალბებულ პარლამენტში. ვინც პარლამენტში მივა, იქნება პუფიო, ხომ ამბობდით და დღეს ხომ აქ სხედხართ.. “- განაცხადა ოხანაშვილმა.
ასევე ნახეთ: რატომ (არ) არის გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტი – რას ფიქრობენ ექსპეტრები ოპოზიციაში გადასული ლიდერის ორბიტაზე











