fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მოქალაქეებს „112“-ის მიმართ დაგროვილი დაახლოებით, 4 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერებათ

16:47 June 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

პარლამენტმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნული ცვლილების თანახმად, პირებს, რომელთა ავტომობილიც, კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დაცულ ავტოსადგომზე 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე განთავსდა და დღემდე არ მომხდარა მათი გაყვანა, ერთჯერადად, 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საშუალება ეძლევათ, დაიბრუნონ საკუთარი ავტომობილი. ამასთან, მათ სრულად ჩამოეწერებათ „112-ის“ წინაშე დაგროვილი დავალიანება, რომლის საერთო ოდენობა, დღეის მდგომარეობით 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.

აღნიშნული შეღავათით სარგებლობა უფლებამოსილ პირებს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ.
4 მილიონ ლარამდე დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შეიქმნა სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტომანქანების ადმინისტრირებისა და მათი სადგომიდან გაყვანის ეფექტიანი მექანიზმი, რაც სამომავლოდ გამორიცხავს
მოქალაქეთათვის მსგავსი დავალიანების დაგროვების რისკებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი
სვლით გადაადგილებისა და დგომის უზრუნველყოფა. ეს მიმართულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანასა და აღნიშნულ სადგომზე მისი დგომის უზრუნველყოფას“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თეგები: 112-ის ცენტრი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, 112-ის ყველა ოპერატორი დაჯილდოვდა

February 11, 2021
968
საზოგადოება

პანდემიის გამო „112“-ზე მიმართვიანობა 80%-ით არის გაზრდილი

December 25, 2020
905
საზოგადოება

ორწლიანი პროგრამის შედეგად საქართველოში სასწრაფო დახმარების 41 ახალი შენობა​ აშენდა

December 21, 2020
837

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია