ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც მეუფე იაკობი ამბობს, ის აქამდე ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს არასოდეს შეხვედრია.
„მეუფე სპირიდონს ყოველთვის შეუძლია მოვიდეს, ისეთი ღვაწლი აქვს, აქაურობას ვინ დაუკეტავს? გავერკვევით და რაც შესაცვლელია, შევცვლით“,- ამბობს მეუფე იაკობი.
კითხვაზე, ვინ დაიგვიანა რეაგირება მეუფე იაკობი პასუხობს:
„სახალხო დამცველმაც და ყველა იმ ორგანიზაცია, ვინც იცოდა“.
ცნობისთვის, პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის პანსიონს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი უხელმძღვანელებს.
ნინოწმინდის პანსიონს წლების მანძილზე სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავდა.











