fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კულტურის სამინისტრო ხუთ კონკურსს აცხადებს

12:24 June 21, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
786
ნახვა

კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ხუთ კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკაინმაც ისაუბრა.

1. „კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.

კონკურსისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 700 000 ლარს და მისი მიზანია: რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; ქართველ ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და რეგიონებში საგასტროლო ხარჯებით უზრუნველყოფა; მუსიკოს-შემსრულებელთა და შემოქმედებითი ჯგუფების/ანსამბლების მიერ რეგიონებში კლასიკური მუსიკის, ქართული ესტრადისა და ფოლკლორული კონცერტების, საიუბილეო/შემოქმედებითი საღამოების ჩატარების, სახალხო დღესასწაულებსა და საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს.

2. „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით”.

კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 200 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოს პროფესიულ თეატრებში შემოქმედებითი ძიებების გააქტიურება; ახალი ფორმების, გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების, ხელოვანთა ახალი სახელების წარმოჩენა; ქართული თეატრის რეპერტუარის ახალი დადგმებით გამდიდრება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პროფესიულ თეატრებს, განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა.

3. „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პროფესიული თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯებით“.

კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 150 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 30-მდე პროფესიული თეატრის მდგრადობისა და მათში შემოქმედებითი პროცესის წახალისების უზრუნველყოფა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ პროფესიულ თეატრებს.

4. „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.

კონკურსისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 200 000 ლარს და მისი მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის თეატრალური ხელოვნების ხელმისაწვდომობა; დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში გასტროლების ხელშეწყობა და ადგილობრივ მოსახლეობაში თეატრისადმი ინტერესის გაზრდა; ქართული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და მიმდინარე თეატრალური პროცესის გააქტიურება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დედაქალაქის პროფესიულ თეატრებს განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა.

5. „ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან“.

კონკურსისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 90 000 ლარს და მისი მიზანია რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და კულტურის სფეროში თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის უზრუნველყოფა; ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან, პერფორმანსების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების, გამოფენების, შეხვედრების, ვორქშოპების, ლექცია-სემინარებისა და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარების გზით; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 21 ივნისიდან 2021 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2021 წლის 10 ივლისისა.

3 ივნისის შემდეგ სამინისტროში შეტანილი საკონკურსო დოკუმენტაცია განიხილება შესაბამისი კონკურსის ფარგლებში და არ საჭიროებს განმეორებით წარმოდგენას.

ამასთან, პირველი კონკურსით გათვალისწინებული პროექტის მომზადების მიზნებისათვის, კონკურსანტს შეუძლია, მიმართოს სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და მისგან გაითხოვოს ინფორმაცია საქართველოს რომელიმე რეგიონში ხელმისაწვდომი ტექნიკური აღჭურვილობისა და მათი პროექტის ფარგლებში გამოყენების თავისებურებების შესახებ. ამგვარი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო კონკურსანტს პასუხს უბრუნებს იმავე დღეს.

თეგები: თეა წულუკიანიკულტურის სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თეა წულუკიანი – კულტურის სამინისტროსთან ანტიჰუმანურობას აპროტესტებდა ჟორიკ რურუა​, ხოლო საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა იულონ გაგოშიძე

January 23, 2022
769
პოლიტიკა

კულტურის სამინისტროსთან აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი – წულუკიანი

January 23, 2022
760
პოლიტიკა

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები და ახირებები, სააკაშვილს ჰგონია, რომ ისევ პრეზიდენტია – თეა წულუკიანი

December 30, 2021
767

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია