“ჩემს გადაბირებას არაფერი არ უნდა, მთავარია ის შემომთავაზო, რასაც ვითხოვ – ვითხოვ არჩევით მოსამართლეებს და არჩევით შერიფებს, თუ ამას შემომთავაზებენ, ვინც არ უნდა წარმოადგინონ, მხარს დავუჭერ უზენაეს სასამართლოში”, – ასე პასუხობს „გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ შეძლებს ხელისუფლება იაგო ხვიჩიას გადაბირებას, რომ იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრებად მისთვის სასურველ კანდიდატებს მხარი დაუჭიროს.
“როგორ არ არის პრინციპული საკითხი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არასამომართლე წევრების საკითხი, უბრალოდ, ვინც არ უნდა აირჩიონ ის 5 ადამიანი, მე არ მჯერა, რომ ეს სასამართლოს უშველის. მე მგონია, რომ სასამართლოს უშველის ხალხის ხმა. ახლა ხალხი გასულია მართლმსაჯულების სისტემიდან, არის 10 კაცი, რომელიც თვითონ წყვეტს და 5 დავამატოთ თუ არა ამ 10 კაცს მაგაზეა საუბარი.
მე რატომ უნდა მოვიღო მონაწილეობა ამ პროცესში, თუ იქ რამე საჩემო არ დავინახე. საჩემო არის არჩევითი პოლიციელები და არჩევითი პოლიციის შერიფები. როგორც მაჟორიტარს ისე რომ ვირჩევდეთ მოსამართლეს და პოლიციის უფროსს, ისინი ხომ ისეთები ვეღარ იქნებიან, როგორებსაც ვიცნობთ, თუკი მანამდე მოუწევთ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება და ხალხთან იდეების შეთავაზება,”- განაცხადა ხვიჩიამ.










