fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნატოსთვის შთამბეჭდავია როლი, რომელსაც საქართველო რეგიონში ახლა თამაშობს – ჯეიმს აპატურაი

11:44 July 2, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
776
ნახვა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯეიმს აპატურაიმ  განაცხადა:

„ვისაუბრეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს სვლა ნატოს წევრობასთან დასაახლოებლად. შევთანხმდით, რომ მიღწეულია უზარმაზარი პროგრესი ბოლო 10 წლის განმავლობაში და სამიტზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა, ეს პროგრესი აღიარებულია. ჩვენ განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხი და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ნატოსთვის შთამბეჭდავია როლი, რომელსაც საქართველო ახლა თამაშობს რეგიონში, რათა დაეხმაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს, გადალახონ საომარი მოქმედებები, დაიწყონ საუბარი.

ეს არის უნიკალური როლი, რომლის შესრულებაც მხოლოდ საქართველოს შეუძლია. საქართველო ამას უდგება ნამდვილად შემოქმედებითად და ენერგიულად. ვხედავთ, რომ ის ეხმარება აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთთან საუბრის გამართვაში. ჩვენ ამით კმაყოფილი და მადლიერები ვართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, რომელიც გაუარესებულია, ეს ვიცით, თუმცა ახლა ერთად უნდა ვიმოქმედოთ და ვითანამშრომლოთ. ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების ახალი გამოწვევები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ამ სფეროში მეტის გაკეთება შეგვიძლია სამომავალოდ, ჩემს ახალ პოზიციაზე ამის უზრუნველყოფას ვეცდები. საქართველოში ვნახეთ პოლარიზაცია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტმა შეძლო მიეღო საჭირო ცვლილებები, რათა ხელახლა დაიწყოს ფუნქციონირება, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს.

ვიცი, რომ ახლა მიმდინარეობს რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში და აშშ-ის მთავრობა ამ კუთხით ძალიან აქტიურია. სწორი გეზით მივდივართ და ნამდვილად კმაყოფილები ვართ. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში რეფორმები სჭირდება ქართველ ხალხს. რეფორმები, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ასევე დააახლოებს საქართველოს ნატოსთან“, – განაცხადა აპატურაიმ.

თეგები: ჯეიმს აპატურაი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: „ოცნების” გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ სამწუხაროა

July 29, 2021
795
საზოგადოება

ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის – ჯეიმს აპატურაი

July 11, 2021
789
მთავარი ამბავი

ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც ოდესმე მიმიღია – ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენზე

July 2, 2021
768

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია