რუსეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა ესტონეთის კონსული დააკავეს. დაკავება სანქტ-პეტერბურგში მოხდა.
ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი მარტ ლიატეს რუსეთის მოქალაქისგან საიდუმლო ინფორმაციის მიღებაში ადანაშაულებენ.
მათი მტკიცებით, აღნიშნული საქმიანობა არ შეესაბამება დიპლომატის სტატუსს და რუსეთის ფედერაციის მიმართ მკაფიო მტრული ხასიათი აქვს.
„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში დააკავა ესტონელი დიპლომატი – ესტონეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს კონსული პეტერბურგში მარტ ლიატე მაშინ, როდესაც მას რუსეთის მოქალაქე საიდუმლო მასალებს აწვდიდა“- აცხადებენ „ეფესბეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.











