fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ოხანაშვილის განცხადებით, ოდირის დასკვნაში არსებული მოსაზრებების ნაწილი გაუგებარია, ნაწილი კი მშრალი

14:24 July 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
801
ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეუთო/ ოდირის დასკვნაში არსებული მოსაზრებების ნაწილი მისთვის გაუგებარია, ნაწილი კი მშრალი.

“ეუთო/ოდირის შეფასება ეს არის შუალედური და არა საბოლოო. დაველოდებით საბოლოო დასკვნის ფორმულირებებს და გამოქვეყნებას. რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხებს, ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სიტუაცია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეგულაციების, თუმცა რჩება გამოწვევები და ეს რა გამოწვევებია, ჩემთვის მშრალია. ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა პროცესი, გაუგებარია. ამიტომ დაველოდებით საბოლოო დასკვნას და ამის მიხედვით გავაკეთებთ შეფასებებს.

შესაძლებელია ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას საფუძვლად დაედოს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათ შეფასებაში იქონიოს გავლენა, პირიქით ვერ იქნება”,- აღნიშნა ოხნაშვილმა.

რაც შეეხება ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულს, რომ “2021 წლის 19 აპრილს, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად, იღებდნენ ვალდებულებას ამ საკითხების განხილვამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების წარდგენა”, ოხანაშვილი ამბობს, რომ ამის უზრუნველყოფა პარლამენტს არ ევალებოდა.

“19 აპრილის შეთანხმება ჩვენ რაიმეს არ გვავალდებულებდა ისეთს, რაც ამ პროცესი უნდა გაგვეკეთებინა. ამიტომ, როგორც ჩანს, საბოლოო დასკვნაში მათ მოუწევთ დაკორექტირება. ჩვენ რაც გვევალებოდა, პირნათლად ვასრულებთ”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მონიტორინგის მესამე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის 19 აპრილს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ხელი მოაწერეს ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად, იღებდნენ ვალდებულებას ამ საკითხების განხილვამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების წარდგენა. ამის მიუხედავად, პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე.

 

 

თეგები: ანრი ოხანაშვილიუზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

“მზად ვართ კონსულტაციებისთვის” – ანრი ოხანაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

December 3, 2021
762
პოლიტიკა

საჭიროა მოსამართლეების გამწესება, რათა მართლმსაჯულების განხორციელება არ შეფერხდეს – ანრი ოხანაშვილი

December 1, 2021
792
პოლიტიკა

ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავურიგდეთ – ანრი ოხანაშვილი

December 1, 2021
1.9k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია