fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კლინიკების ასოციაცია სასაზღვრო კონტროლის და ვიზიტორთა კარანტინის პერიოდის გაზრდას ითხოვს

10:15 July 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
804
ნახვა

კლინიკების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “პრაიმტაიმნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

„შეზღუდვები შემსუბუქდა, საზღვრები გაიხსნა, ამოქმედდა ბიზნესსექტორი, ყოველდღიურად იზრდება ტურისტული მიგრაცია, უკიდურესად ნელი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, მოსახლეობა დარჩენილ რეგულაციებს თითქმის არ იცავს, მწირია რეგულაციების მაკონტროლებელი რესურსები, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი დღითიდღე იზრდება…

მოსალოდნელი საფრთხე: კვლავ აქტუალური გახდება შემზღუდავი რეგულაციების გამკაცრების საკითხი, კვლავ შეფერხდება ბიზნეს სექტორის ფუნქციონირება, კვლავ შეჩერდება ტურისტული სეზონი, კვლავ დაემუქრება ქვეყანას ჩაკეტვა და კომენდანტი საათი, არასრულფასოვნად წარიმართება წინასაარჩევნო პროცესები და შესაძლებელია დღისწესრიგში დადგეს საკითხი დაგეგმილი არჩევნების გადადების შესახებ…

პრობლემის არსი: ახალი ვირუსული შტამების გავრცელების ინტენსივობის ზრდა; დარჩენილ რეგულაციებზე კონტროლის შესუსტება; რეგულაციების კონტროლის მიზნით მხოლოდ პატრულისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურების მწირი ადამიანური რესურსების ჩართულობა; ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის სირთულე; ვაქცინაციის პროცესის შენელებული ტემპი; კლინიკებში პაციენტთა სიჭარბე, დაავადებულთა სწორი მართვა და ტრიაჟი.

სამოქმედო ღონისძიებები: დაუყოვნებლივ საჭიროა გამკაცრდეს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი; უნდა გაიზარდოს ვიზიტორთა კარანტინის პერიოდი; საზღვრის გადმოკვეთის უფლება უნდა მიეცეთ მხოლოდ იმუნიზირებულ ტურისტებს; ლაბორატორიული კვლევის შედეგად უნდა გადამოწმდეს ვიზიტორის ორგანიზმში მოცირკულირე ანტისხეულების რაოდენობრივი მაჩვენებელი; ტურისტულ ზონებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე დაუყოვნებლივ უნდა გამკაცრდეს პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებები; უნდა გაორმაგდეს ქვეყანაში მოქმედი კოვიდრეგულაციების კონტროლი; გვარდიის შემადგენლობიდან დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას 3-კაციანი სამოქალაქო რაზმები, ტურისტულ ზონებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე დაწესებული რეგულაციების კონტროლის მიზნით, რაც არ საჭიროებს დამატებით ფინანსურ რესურსებს; დროულად უნდა მოვახდინოთ სამხედრო საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია, რაც, აგრეთვე არ მოითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსებს; დაუყოვნებლივ უნდა ჩამოყალიბდეს მობილური ამცრელი ჯგუფები (რეანიმობილებით) და აცრების პროცესში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს ყველა სოფლის ამბულატორია. სოფლებში სადაც არ ფუნქციონირებს ამბულატორიები, მაგრამ არსებობს ტაძრები და სალოცავები, ეთხოვოს საპატრიარქოს და სხვა რელიგიურ კომფენსიებს დართონ ნება მედიკოსებს აცრები აწარმოონ სწორედ ტაძრებისა და სალოცავების ტერიტორიაზე.

შედეგები: შემცირდება ვირუსული ინფექციის გავრცელების ინტენსივობა; მოიმატებს დარჩენილ რეგულაციებზე კონტროლი; მკვეთრად გაიზრდება ეპიდემიოლოგიური სამსახურის მუშაობის ეფექტურობა; საარჩევნო პერიოდი წარიმართება უსაფრთხო გარემოში; ბიზნეს სექტორი და ტურიზმი განაგრძობს მუშაობას შეუფერხებლად; განიტვირთება კლინიკური სექტორი; გაიზრდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოპერატიულობა; მოსახლეობაში მკვეთრად მოიმატებს იმუნურად მდგრადი ფენა“,- ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: კარანტინიკლინიკების ასოციაცია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში გასულ წელს დაწესებული კარანტინი არაკონსტიტუციურად ცნო

July 15, 2021
789
მსოფლიო

ინდოეთიდან ესპანეთში ჩასულ მოგზაურებს 10 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ

May 5, 2021
778
მსოფლიო

პოლონეთი ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩასული მოგზაურებისთვის სავალდებულ კარანტინს აწესებს

May 4, 2021
785

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია