“ჩვენ უკვე წლებია გვყავს მთავრობა, რომელიც ამ საკითხში იმ პროპაგანდას არის აყოლილი, რაც ჩვენს მტერს ჰქონდა – თითქოს საქართველომ დაიწყო ომი“,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ გააცხადა.
მისი თქმით,სიმბოლოებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველამ იცის, რომ ქართულმა სახელმწიფომ 7 აგვისტოს დილით ადრე მიიღო პირველადი მონაცემი, რომ რუსული რეგულარული არმია შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე.
,,სიმბოლურ თარიღებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უკვე წლებია გვყავს მთავრობა, რომელიც ამ საკითხში იმ პროპაგანდას არის აყოლილი, რაც ჩვენს მტერს ჰქონდა – თითქოს საქართველომ დაიწყო ომი, ამასთან არის დაკავშირებული თარიღებიც. ყველამ იცის, რომ ქართულმა სახელმწიფომ 7 აგვისტოს დილით ადრე მიიღო პირველადი მონაცემი, რომ რუსული რეგულარული არმია შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე. დღის განმავლობაში კი იყო მსხვერპლი და ქართველი სამშვიდობოები დაიღუპნენ. ეს სამარცხვინო ამბავია, თუ ვინმე ამ ამბის მიუხედავად მისდევს ნარატივს, რომ მძინარე ცხინვალს დაესხა ქართული სახელმწიფო თავს. აქედან გამოსავალი არის ის, რომ არ გვყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც ამას აკეთებს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. ,,ქართული ოცნების” ლიდერები აგვისტოს ომის ხსოვნას პატივს 8 აგვისტოს მიაგებენ.











