ექსპრემიერი, გიორგი გახარია დედაქალაქის მოქმედ მერს თბილისის მერიაში შეხვდა.
კახა კალაძის შემდეგ შეხვედრის შესახებ უკვე გიორგი გახარიას პარტიის წევრებიც საუბრობენ. აუდიენციის ლოკაცია კახაბერ ქემოკლიძემაც დაასახელა, თუმცა უარყო რაიმე კონსპირაციული ქვეტექსტი.
“შეხვედრა შედგა დღისით, მზისით ქალაქ თბილისის მერიაში და შესაბამისად, თეორიულად რომ წამოვიდგინოთ თუკი რაიმე შეიძლებოდა ყოფილიყო დასამალი, როგორ წარმოგიდგენიათ ბატონი გახარია თბილისის მერიაში მივიდოდა, სადაც ყველა სართულზე 18 კამერაზე ნაკლები არსად არ არის დაყენებული? გიორგი გახარიამ უარყო არა თვითონ შეხვედრის ფაქტი, არამედ ის ნარატივი, რომელიც კობახიძემ და მდინარაძემ იკადრეს,” – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ “ქართულ ოცნებაშიც”.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, გახარიას მიერ ფაქტის უარყოფა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მან თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო.











