სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ იოსებ (სოსო) ტყებუჩავას, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მიიღეთ ჩვენი თანადგომა მეუღლის, ქალბატონი თამარის გარდაცვალების გამო.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა და ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ქალბატონი თამარი უკვე გახდა. პატივისცემით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.












