ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ორივე რაკეტა ანტისარაკეტო სისტემა „რკინის გუმბათმა“ ჩამოაგდო.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამწვავდა. ამის მიზეზი ისრაელის ციხიდან ექვსი პალესტინელი პატიმრის გაქცევა გახდა.











