Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
თბილისი – 659; აჭარა – 96; იმერეთი – 363; ქვემო ქართლი – 147; შიდა ქართლი – 90; გურია – 56; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 155; კახეთი – 286; მცხეთა-მთიანეთი – 37; სამცხე-ჯავახეთი – 33; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 611 269-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 582 805 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 917 პაციენტი ემსხვერპლა.











